ჩვენ შესახებ
gipc.ge ეხმარება არქიტექტორებს სამშენებლო რეგულაციების შესწავლასა და პროფესიული სერტიფიცირებისთვის მომზადებაში.
პლატფორმა მოსამზადებელი სივრცეა. ოფიციალური რეგისტრაცია, გამოცდა და სერტიფიკატის გაცემა მიმდინარეობს
gipc.org.ge-ზე.
მიზანი
კანდიდატს ერთ სივრცეში მივაწოდოთ გასაგები სასწავლო მასალა და გამოცდისთვის საჭირო პრაქტიკა.
სწავლა
ვიდეოგაკვეთილები და ნათარგმნი დოკუმენტები სამშენებლო რეგულაციების უკეთ გაგებაში გეხმარებათ.
ვარჯიში
საგამოცდო საკითხები და სიმულაციები ქმნის ოფიციალურ გამოცდასთან მიახლოებულ, ნაცნობ გარემოს.
კავშირი
ვაკანსიების სივრცე კომპანიებსა და სამუშაოს მაძიებელ სპეციალისტებს ერთმანეთის პოვნაში ეხმარება.